სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადის გადახდისგან თავისუფლდება. შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან, თუმცა მსგავსი შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება.
ინიციატორების შეფასებით, აქციზის გადასახადით დაბეგვრა სახელმწიფო ბიუჯეტს ტვირთად აწვება და ართულებს ასეთი საქონლის სახელმწიფოს მხრიდან შემდგომ განკარგვას.









