სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს,  ივანიშვილის მხარეს არის, თუ ქვეყნის ევროპული მომავლის. ის დიდი ხანია ლაპარაკობს, მაგრამ არ გადადის ქმედებაზე -  ასე აფასებს თბილისის საკრებულოში პარტია „ლელოს" წევრი, საბა ბუაძე პრეზიდენტის ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს.

„ახლა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის ნაცვლად, რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას საზოგადოება აღიქვამს დაპირისპირებად ივანიშვილის კარზე. სალომე ზურაბიშვილი მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, ის ივანიშვილის მხარეს არის, თუ ქვეყნის ევროპული მომავლის. თუ მხარს უჭერს ევროპულ პერსპექტივას, მას კონკრეტული ვალდებულებები აქვს, რომელიც უნდა შეასრულოს“, - აღნიშნა ბუაძემ.