როგორც პედოფილი არ შეიძლება მუშაობდეს საბავშვო ბაღში, ისე მექრთამე არ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვებიდან იღებდეს ათეულობით მილიონ ლარს _ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ კომპანია "გრინსერვისი", რომელმაც ვაკის პარკის რეკონსტრუქცია განახორციელა.
"არ შეიძლება კორუფციაში ბრალდებული ადამიანების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. როგორც პედოფილი არ შეიძლება მუშაობდეს საბავშვო ბაღში, ისე მექრთამე არ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვებიდან იღებდეს ათეულობით მილიონ ლარს. ყველა მნიშვნელოვანი და სენსიტიური შესყიდვა „გრინსერვისს" აქვს გაკეთებული. „გრინსერვისი“ გადაკეთდა „გრინსერვის პლუსად“ და 55 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული ბოლო წლებში. ამ კონკრეტულ შესყიდვაზე აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა, იმიტომ რომ ყველაზე დაბალი ფასი დადო, 11.5 მილიონი. საბოლოოდ „გრინსერვის პლუსმა“ გაზარდა ეს თანხა, მერიამ გააზრდევინა თანხა და საბოლოოდ ყველაზე ძვირი 12.9 მილიონი დაგვიჯდა. რა არის ეს თუ არა კორუფცია. თუ არა კონკრეტული პირის ინტერესი, რომ ამ კომპანიას მოეგო ტენდერი“,- განაცხადა ბუაძემ.