არ მიმაჩნია საჭიროდ ვთქვა, რატომ დავუჭირე მხარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს - ამის შესახებ როსტომ ჩხეიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
 

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ნაცმოძრაობიდან„ როსტომ ჩხეიძე აცხადებს, რომ არ მიაჩნია საჭიროდ განმარტოს რატომ დაუჭირა დღევანდელ პლენარულს სხდომაზე მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ არამოსამართლე წევრის არჩევას მხარი.

არაოფიციალური ინფორმაციით (ფარული კენჭისყრა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

ცნობისთვის, ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი - პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ახალი წევრი  აირჩია

საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს  არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.