სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმა შემოდის-ვანდალიზმი, ოღონდ ვანდალობა უნდა ერქვას ამასო, რადგან უფრო ქართულიაო - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ნორმა შემოდის-ვანდალიზმი, ოღონდ ვანდალობა უნდა ერქვას ამასო, რადგან უფრო ქართულიაო:))არ შევუდგები ამ საკითხზე ლინგვისტური კამათის მიმოხილვას. “იზმების”, “ზაციის”( პრივატიზაცია თუ პრივატიზება) და სხვა მსგავსი დაბოლოების მქონე სიტყვების ოფიციალურ გამოყენებაში რომ დომხალია, ეს არახალია და კიდევ დიდხანს არაფერი ეშველება, თუ ეშველება საერთოდ. საკითხი სხვა კუთხითაა საინტერესო-რატომ მაინცდამაინც ახლა გაჩნდა ამის მოთხოვნა? როგორც ჩანს, ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები დღემდე ვერ მოუნელებიათ და მათ წინააღმდეგ უფრო მორალურად გამანადგურებელი ტერმინის გამოყენება მოინდომეს-სად ნივთის დაზიანება და სად ველურობა, უკაცრავად, ვანდალობა.
გადავწყვიტე დავკითხვოდი პროფესიონალებს და ჩავაგდე ეს ამბავი ერთ-ერთ საინტერესო ფეისბუკჯგუში. რა პასუხიც მივიღე, ქვემოთ მოგახსენებთ:-დამცინავი: მაშინ ონანიზმი უნდა იყოს ონანობა, ბარბარიზმი-ბარბარობა, სარკაზმი-სარკობა და ა.შ.
სერიოზული: ხომ არ აჯობებდა “მავნებლობა”? მე მგონი არაა ცუდი, შინაარსით მართლაც იგივეა, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ხალხის მტრებს და მავნებლებს ხვრეტდნენ. მავნებლობა ძალიან მძიმე მუხლი იყო, პოლიტიკურ რეპრესიებთან ასოცირდება, თუმცა, დიდი დროა გასული და შეიძლება ახლა სხვა შინაარსით მართლა დაბრუნდეს კანონში.
მთავარი კი ის არის, რომ ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობა დიდი რომანტიზმით, ბოდიში, რომანტობითაა დაკავებული და მოკლებულნი არიან ჯანსაღ სკეპტიცობას."