სამართლიანი სასამართლო გვინდა აღსრულების სისტემის გარეშე. დემოკრატიული საზოგადოება გვინდა, კერძო საკუთრების დაცულობის გარეშე. ესაა დღეს ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის პოზიცია - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"სამართლიანი სასამართლო გვინდა აღსრულების სისტემის გარეშე.
დემოკრატიული საზოგადოება გვინდა, კერძო საკუთრების დაცულობის გარეშე.
ესაა დღეს ქართული პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის პოზიცია. მსგავსი პოზიცია მაშინ მჟღავნდება მთელი სიგრძე-სიგანით, როცა საზოგადოების მიმხრობა ადვილია რაიმე ემოციურ ფონზე, როცა მორალურ უპირატესობას გრძნობენ და უფრო თამამად ამზეურებენ თავიანთ სოციალისტურ იდეებს.
“ქუჩაში, მტვერში დაეცა ბავში”, წამოაყენეთ, თქვე უნამუსოებო ( მთავრობავ, პარტიებო, ფულიანებო). მერე დოსტოევსკისაც მიიმხრობენ -“მთელი სამყარო არ ღირს ერთი ბავშის ცრემლად”. ბოლოს მაინც იქითხავენ ხოლმე, რა გვჭირს, რატომ ვართ იმ დღეში რა დღეშიც ვართ და ვერ ხვდებიან თუ არ ხვდებიან, რომ სწორედ იმიტომ ვართ ამ დღეში, რომ არ ვცხოვრობთ სამართლებლივ სახელმწიფოში, რომლის ფუნდამენტი არის კანონის უზენაესობა, რომ ყველა მოქალაქის უფლებები დაცულია სახელმწიფოს მიერ ( “სპეკულიანტი” იქნება ეს, “მევახშე” თუ “მეძავი”) და რომ კერძო საკუთრება არის ხელშეუხებელი".