სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ უკრაინის გვერდითაა - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც არის უკრაინის გვერდით, რომელიც იცავს საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო არენაზე. მანამდე იყო ნინო ლომჯარია, როგორც სახალხო დამცველი, თუ მასაც ჩავთვლით სახელმწიფო სტრუქტურად. მან ბევრჯერ ჩამორეცხა ლაქა, როდესაც ხელისუფლება, პარლამენტი, პრემიერ მინისტრი ერთ რამე ამბობდა, ის მეორეს - საერთაშორისო გზავნილებს ახმოვანებდა“- განაცხადა რომან გოცირიძემ.