ლარის გამყარებაზე მოვიშვიშეებს შეუძლიათ გადავიდნენ ლარის გაუფასურების ვიშვიშზე - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
რუსეთიდან ყაზახეთში ფულადი გზავნილები მინიმუმამდე შემცირდა. ამას იმით ხსნიან, რომ ვისაც ფულის გამოტანა უნდოდა, უკვე გამოიტანა. ალბათ მსგავსი პროცესი განვითარდება ჩვენთანაც. ლარის გამყარების ტენდენცია მისი გაუფასურების ტენდენციით შეიცვლება. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა იმდენი რეზერვები დააგროვა, რომ თუ გონივრულად მოიქცევა (მხოლოდ ინტერვენციები არ იგულისხმება ამაში), ლარის მკვეთ გაუფასურებას არაფერი ემუქრება არც ახლა და არც მომავალში.
ლარის გამყარებაზე მოვიშვიშეებს შეუძლიათ გადავიდნენ ლარის გაუფასურების ვიშვიშზე. ეს ისეთივე სეზონური მოვლენაა, როგორც ზამთარში რომ სიცივეს ვუჩივით და სიცხეს ვნატრობთ და სიცხეში რომ ზამთარს მივტირით. სიცხის ვიშვიში ცოტა ხანში დაიწყება