ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" ადრესატი არის რუსეთი და არა საქართველოს ამომრჩეველი, რაც ქვეყნის ღალატს ნიშნავს, - ამის შესახებ„ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ოპოზიციის სრულ განადგურებას ჰპირდება. მან ფაქტობრივად მთელი ოპოზიციური სპექტრის განადგურების პროგრამა გამოაცხადა, მაშინ როცა ამომრჩევლის მთავარი პრობლემაა უმუშევრობა, მიგრაცია, ეკონომიკური და სოციალური საკითხები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
რატომ ამბობ იმას, რაც ხალხს, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, არ მოსწონს?! - ამბობ იმიტომ, რომ ან გარეკე - და ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელსაც მცხეთაში "დუშ-კაბინა" ედგა, მხოლოდ გამაგრილებელი წყალი აკლდა ზემოდან - ან ეს განცხადება მიმართულია რუსეთის საამებლად!
ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ადრესატი არის რუსეთი და არა საქართველოს ამომრჩეველი, რაც ქვეყნის ღალატს ნიშნავს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.