არც “ქართული ოცნების განცხადებაში”, არც ივანიშვილის გამოსვლაში არ იყო გამჟღავნებული მეოთხე მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

"არც “ქართული ოცნების განცხადებაში”, არც ივანიშვილის გამოსვლაში არ იყო გამჟღავნებული მეოთხე მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ქვეყნის კონსტიტუცია. ინტრიგა ჩააგდეს, სულ მალე გაიგებთ ამასო.  მხოლოდ იმაზე მიგვანიშნეს, რომ საკითხს “საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”-ო. 

როგორ ფიქროთ, ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო ვარიანტებიდან რომელს შეიძლება რომ გულისხმობდნენ?:

1.  თეოდემოკრატიული სახელმწიფოს დაარსება და მღვდელ-მინისტრის პოსტის შემოღება,

2. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება,

2. კონსტიტუციური მონარქიის დაფუძნება და მეფის პოსტის შემოღება,

3. ნეიტრალიტეტის გამოცხადება და რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე უარის თქმა,

4. ანტიდისკრიმინაციული მოთხოვნების შერბილება, 

ან

5. მცხეთის სულიერ და კულტურულ დედაქალაქად გამოცხადება, ქალაქის საქეიფო დაწესებულებებში დასავლური მუსიკის აკრძალვა და ქალების მიერ თავსაბურავის სავალდებულო გამოყენება ოჯახსმიღმა,

5. ჩოხოსნის დღის ოფიციალურ დღესასწაულად დაწესება, 

5. ხის კულტის შემოღება და ბაობაბის ხსოვნის დღის დაწესება. 

თუ განსხვავებული იდეა გაქვთ, დაწერეთ. მერე ვნახოთ, ვისი პროგნოზი აღმოჩნდება უფრო ზუსტი."