ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი უსამშობლო აგენტურა, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ასრულებს. - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მათი მთავარი ამოცანა საქართველოში სიტუაციის არევა, ეკონომიკის დანგრევა, ქვეყნის გაღატაკება და საბოლოოდ, საქართველოს ომში ჩათრევაა. გარედან მართულ ამ საშიშ პროცესებს აქვს კიდევ ერთი მიზანი - საზოგადოება დაზაფრონ, დააშინონ, მუდმივად ნეგატიური ამბებით დაამძიმონ ფონი, რათა შემდგომ მარტივად მოახდინონ მანიპულაცია ხალხზე.
ცხადია, ამ ყველაფერს გონიერი ქართველი ხალხი არ წამოეგება, მაგრამ ის ფაქტი, რომ გარედან მართული ფსევდო მედია დღეს სწორედ ამ დავალებას ასრულებს - ცალსახაა. ალბათ ბოლო პერიოდში ბევრჯერ გსმენიათ უცხოეთიდან დაფინანსებული მედიით, რომ თითქოს საქართველოში მუდმივად მკვლელობები ხდება და კრიმინოგენური სიტუაცია უკონტროლოა.
სინამდვილეში - ყველაფერი პირიქითაა. ის ხალხი, ვინც დღეს კრიმინალზე პროპაგანდირებს, რეალურად წარმოადგენს წინა ხელისუფლებას, რომლის დროსაც მართლაც რომ კატასტროფული სიტუაცია იყო.
ქვემოთ მოცემული ბანერი ასახავს მკვლელობის სტატისტიკას და კარგად ჩანს, რომ დღეს საქართველოში ეს უმისმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი, პრაქტიკულად 100% უტოლდება. ამ დროს - ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში, წელიწადში საშუალო სტატისტიკის მიხედვით ყოველ დღე კლავდნენ ადამიანებს, ხოლო გახსნის მაჩვენებელი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი.
აი, ეს ხალხი პროპაგანდირებს დღეს კრიმინალური სიტუაციით, ამ დროს კი საქართველო 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა!- წერს რატი იონათამიშვილი "ფეისბუკში".







