დღევანდელი საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც ურყევად დგას ადამიანის ღირსების და მისგან მომდინარე ადამიანის უფლებების სადარაჯოზე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მსჯავრდადებულ სააკაშვილის მოთხოვნა მისი საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
"სახელმწიფოს მოქმედება ყველა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით იყო კორექტული და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.
ჩვენ ვზრუნავთ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ თვითდაზიანება არ არის გამოსავალი და მოვუწოდებთ მსჯავრდადებულს, დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს." - წერს რატი ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ევროსასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა