იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ევროსასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა
მინისტრის თქმით, თუ ექიმების რეკომენდაცი იქნება, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" გადაყვანილი იქნება ციხეში.
"მე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციებით. გამომდინარე აქედან , თუკი იქნება ექიმების რეკომენდაცია რომ შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. ამ დროისთვის ის იმყოფება კლინიკა "ვივამედში" და რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა იმისთვის რომ ის ან სხვა კლინიკაში იყოს გადაყვანილი ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ამ ეტაპზე არ არსებობს. შესაბამისად ის არსებობს მკურნალობას კლინიკა "ვივამედში," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.