"გასულ წელს დავიწყეთ სრულიად ახალი, უნიკალური პროექტი სახელწოდებით - მობილური იუსტიციის სახლი, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელსაც დიდი მანძილის გავლა უწევს იუსტიციის სახლებამდე, მივაწოდოთ მომსახურება ადგილზე, საკუთარ ჭიშკართან." - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში ანგარიშის წარდგენისას.

"პროექტი გასულ წელს, მაღალმთიან აჭარაში სოფელ ჭახათში დავიწყეთ, სადაც მომსახურება გავუწიეთ ადგილობრივ მოსახლეობას. მას შემდეგ უკვე ამოქმედდა 7 მობილური იუსტიციის სახლი, კიდევ 2 უკვე წელს დაემატება. ასევე, 11 მობილური იუსტიციის სახლის ავტომობილი შეძენილია და ამჟამად მიმდინარეობს მათი აღჭურვა. მომავალი წლიდან, ქვეყნის ტერიტორიას სრულად დავფარავთ" - განაცხადა რატი ბრეგაძე.

მობილური იუსტიციის სახლი 2021 წლის სექტემბრიდან საქართველოს 7 რეგიონის: კახეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების სოფლად მცხოვრებ 30 000-ზე მეტ ადგილობრივ მცხოვრებს მოემსახურა.