პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში „სცენაზე მოქმედი პირები“ კიდევ გამოჩნდებიან.

როგორც მან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე „პაიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, საზოგადოება ითხოვს, არა რაოდენობრივად, არამედ თვისობრივად ახალ ძალებს.

„მიმაჩნია, რომ დუღილი ნაადრევია და ჯერ კიდევ გამოჩნდებიან სცენაზე მოქმედი პირები და შემდეგ უფრო მკაფიო გახდება საკითხი. ზოგადი ფორმულაა, რომ, როცა საჭიროება მომწიფებულია, როცა ბაზარი ითხოვს, მისი დაკმაყოფილება მწიფდება. დიდი ხანია ქართული ბაზარი ითხოვს თვისობრივად ახალ, ახალი გემოს, კონცეფციის [პარტიებს]“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, საიდან უნდა მოვიდნენ, ახალი ძალები, პოლიტოლოგი პასუხობს: „მმართველი პარტიიდან“.

„საქართველოში პროდუქტიული ოპოზიცია მმართველი პარტიიდან ჩნდება“, - დასძენს ის.