იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელიც და ვფიქრობ, ხაბეიშვილის მხარდამჭერიც იძებნება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

„როცა წააგო ნაცმოძრაობამ 2012 წელს, უნებლიედ თუ მიზანმიმართულად გადაიტანა ფრონტი უცხოეთში. ახლა „ქართული ოცნების“ ფრონტი გადავიდა უცხოეთში, ოღონდ ისე, რომ „ქართულ ოცნებას“ ამაზე არ უზრუნია - სატრანზიტო ხაზები რუსეთიდან ომის შედეგად რომ ჩაიკეტა სანქციებით, გადმოვიდა კავკასიაზე. დღეს ევროპამ რომ მიიღოს ჩინური და ინდური ნაწარმი, ამისთვის უნდა გაუფრთხილდეს კავკასიის ხაზს თვალის ჩინივით. ეს თუ ჩაიკეტა, მერე რუსეთზე ხდება დამოკიდებული. მეორეს მხრივ, ჩინეთიც დაინტერესებულია კავკასიის ხაზის გაფრთხილებით, რადგან ეს თუ გაფუჭდა, თვითონაც რუსეთზე დამოკიდებული გახდება. ამიტომაც მოიმატა იმ ფრაზეოლოგიამ, რომ საქართველოს ალბათ კანდიდატის სტატუსი მიეცემა და ა.შ. ასე, რომ ეს შიდა პროცესები, რომ ოპოზიციამ ეს ქნა, ის თქვა, კარგავენ ნელ-ნელა რეალურ მნიშვნელობას საქართველოს ბედ-იღბლისთვის - საქართველოს ბედ-იღბალი გეოპოლიტიკური კონტექსტით წყდება, როგორც იყო ყოველთვის“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.