პრაქტიკულად, ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ელექტრონულმა არჩევნებმა „ნაცმოძრაობაში“ არსებული ხარვეზები გამოავლინა.

„გამოავლინა მათი რეალური პოტენციალი, გაუგებრობები გააჩინა კენჭისყრის პროცესში, ინტელექტუალური შეცდომების მთელი პარადია! პარტიას, რომელთანაც შენ გინდა წარდგე, როგორც ლიდერი, იმ პარტიას ასეთ დღეში რომ აგდებ, ისეთი სიტყვაკაზმული ტექსტები ვნახეთ, რომ წესით ეს ადამიანები ერთმანეთს არ უნდა შეხვდნენ. პრაქტიკულად, ორივე მხარემ იმუშავა იმაზე, რომ პარტია დაიშალოს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილი დროშასავით ჰყავს გამოკიდული. ექსპერტმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში მიმდინარე თავმჯდომარის არჩევნების პროცესმა ასევე გამოავლინა, რომ მათ მცირე მხარდამჭერები ჰყავთ.

"დროშა როცა ქარშია, აუცილებელი ხომ არ არის გაასწორო. ამიტომ არ აწუხებთ დროშა, მაგრამ დროშა საჭიროა. მას თავისი მხარდამჭერი ჰყავს. გამოდის რომ მხარდამჭერთა რაოდენობა არის ძალიან ცოტა" - თქვა რამაზ საყვარელიძემ.