პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნების" უმრავლესობა "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატის, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს სრული უმრავლესობით.

პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება.

ლევან იოსელიანს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს მოუსმინეს დეპუტატებმა. 

ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი  - განაცხადა დღეს იოსელიანმა