ნამდვილად ვიქნები ყველას სახალხო დამცველი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
„ვიქნები ნეიტრალური და ყველას სახალხო დამცველი. ვფიქრობ, რომ ამას ჩემი საქმიანობის შემდგომ ადამიანები შეხედავენ, მიხვდებიან და საბოლოო ჯამში, ის განცდა, რომ სახალხო დამცველი შეიძლება არის ვიღაცის და ვიღაცის არა, ასეთი რაღაც, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს. მესმის, რომ არის რაღაც პოლიტიკური ინტერესები ყოველთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკვეთრი შეგრძნება იმის, რომ სახალხო დამცველი პირველ რიგში არის ხალხთან და ის ამართლებს იმ სახელს, რაც ჰქვია სახალხო დამცველი“, – განაცხადა იოსელიანმა.