პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებული საკითხი საზოგადოებისთვის მოყირჭებული და შეურაცხმყოფელია.

„ლაპარაკია იმაზე, რომ პრეზიდენტს მიუთითებენ ადგილს და ეუბნებიან, რომ "იქ უნდა დაჯდე და დაგვემორჩილო". ასეთი ნაბიჯი პრეზიდენტის მხრიდან თითოეულ მოქალაქეს გაუჩენს მიუღებლობას, რადგან თუ პრეზიდენტს შეუძლიათ მიუთითონ ადგილი, სადაც მან უნდა იმუშაოს, ეს პირობები, ბუნებრივია, სხვა მოქლაქეებზეც გავრცელდება. ეს ჩვენი, ყველას ერთიანი დაცულობაა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იგივე თემა გძელდებოდა უშიშროების საბჭოს საკითხთან დაკავშირებითაც. „ირინა იმერლიშვილს ჰქონდა იმედი, რომ თუ კეთილ ნებას გამოიჩენდა, საკითხი ამით ამოიწურებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამდენი საუბარი ამ თემაზე ყველას ინტერესს მიღმაა. არ შეიძლება საზოგადოება ამ უსაგნო დაპირისპირებით აცხოვრო. სხვათა შორის, ეს პოლიტიკაში ხშირად ხდება, რადგან უსაგნო დაპირისპირება დომინანტური გახდეს მთავარი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.