„პატრიოტთა ალიანსი“ არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ „ნაცებს“ შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გათენდა მენელსაცხებლე დედათა დღე. ვიღაცა სუსის აგენტი, ან ბრიყვი, ან, უბრალოდ, იდიოტი წერს, რომ თითქოსდა პატრიოტთა ალიანსი ნაცმოძრაობას შეეკრა. ვპასუხობ: ნაციონალების რეჟიმი დაამხო პატრიოტთა ალიანსმა და თქვენ - ამ სისულელის დამწერნი, ვინც სუსის აგენტები ხართ, მაშინ კუდის აგენტები იყავით! ვინც ბრიყვები ხართ, მაშინაც ბრიყვები იყავით და ფეისბუქიდან იფურთხებოდით, მეტი არაფერი გიკეთებიათ. ახლაც იგივეს აგრძელებთ. პატრიოტთა ალიანსი არასდროს არავის არ შეკვრია და არც შეეკვრება და თუ ვინმეს სჯერა, რომ ნაცებს შევეკარით, ფსიქიატრს მიმართოს. ბევრი კარგი ფსიქიატრი ჰყავს საქართველოს...
და საიდანაც მოდის ეს კამპანია, ესეც კარგად ვიცი და ნუ ამალაპარაკებთ, "ქართულ ოცნებაში" იმპორტირებულო, მამალო ნაცებო! ასევე, აგენტებო და ბრიყვებო! და დეგენერატებო, რომლებსაც ამ ქვეყნისთვის არასდროს არაფერი სიკეთე არ გაგიკეთებიათ.
ზოგიერთმა, ახლადგამოჩეკილმა პარტიულმა ჯგუფებმაც დააყენეთ ერთი ადგილი. კუდები გიჩანთ“, - წერს ირმა ინაშვილი.