საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარიას დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ !!!!
საერთოდ უდანაშაულოობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი  კიდევ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების     ბრალდებებს უსაპელაციოდ იზიარებდე  … 
ეს როგორც ჩანს ოცნებისმიერ გაგებული  ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა  … რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა  სჭირდებათ!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.