უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ფინეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, – მედიის ცნობით, ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა განაცხადა.
სტუბის თქმით, უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი, მათ შორის კურსკის რეგიონში წინსვლით, რადგან რუსეთი რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის დედაქალაქ კიევს და დაკავებული აქვს უკრაინის ტერიტორიები.
„ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს, რა სახის იარაღს და რა გზით გამოიყენებს უკრაინა. უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, – განაცხადა სტუბმა.