საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ წელს კიდევ ერთხელ აჩვენა მაღალი ერთგულება მორალური ღირებულებებისადმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ნოვრუზის დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმება, აზერბაიჯანელებმა ღრმა, სულიერი გაგებითა და პატივისცემით მიიღეს, - წერს საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში.
„ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ფორმალური ნაბიჯი არ ყოფილა, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობის, ძმობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი მაგალითი გახლავთ. ამ რთულ დღეებში, ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს, სოლიდარობა გამოხატეს და კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ამ მიწაზე მცხოვრები ხალხების გამაერთიანებელი ღირებულებები ძალიან მტკიცეა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ილია II ყოველთვის დიდ პატივსა და ზრუნვას იჩენდა საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ. მის გამოსვლებსა და საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სხვადასხვა ერებს შორის მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის იდეებს.
აზერბაიჯანული საზოგადოების მიმართ გამოვლენილი ყურადღება და მათი უფლებებისა და ღირებულებების მიმართ გამოჩენილი პატივისცემა, დღესაც მადლიერებით იხსენიება. უფრო მეტიც, ყოველწლიურად, დიდი აღტაცებითა და პომპეზურობით აღნიშნული რამაზანის ტრადიციული დღესასწაულის ღონისძიებების გაუქმებაც, ამ პატივისცემისა და მორალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოხატულებად დარჩა. ეს იყო არა მხოლოდ ერთ დღესასწაულზე უარის თქმა, არამედ მეგობარი ხალხის ტკივილის გაზიარების, ადამიანური და მორალური ვალის მოხდის მაგალითი. გამოხატული ამ მაღალი პატივისა და პატივისცემისთვის, საქართველოში მცხოვრებ ყველა აზერბაიჯანელს, დიდ მადლობას ვუხდი. ეს ქცევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც ადამიანურობის, ისე ერებს შორის მტკიცე კავშირების შენარჩუნების თვალსაზრისით. დასასრულ, მიუხედავად ამ სევდიანი დღეებისა, ჩვენს ხალხს, გულითადად ვულოცავ ნოვრუზის დღესასწაულს. დაე, ნოვრუზმა თითოეულ ოჯახში მოიტანოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სიუხვე", - წერს მირზოევი.










