ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა! მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ჩემი დუმილის დრო დასრულდა! აქამდე თავს ვიკავებდი, რამე თუ ჩავთვალე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და ჩემი ამ პროცესში ჩარევა არ იყო საჭირო. დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღეს დარჩენილი იყო ჩვენს სამართლებრივ სისტემაში ერთ-ერთ ისეთ ადგილად, სადაც გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა სასამართლო.
არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი , ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. დღეს ერთი ქვით მოკლეს ევროპული მომავალი და დემოკრატიაც. ქვეყანაში, სადაც არანაირი ბალანსი არსებობას შტოებს შორის, ის ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყნად ვერ ჩაითვლება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო მიმართვის საუბრისას.
ცნობისთვის, საკონსტიტუციოს პალატამ, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა