ვწუხვარ პრაღის ცენტრში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და მასობრივი სროლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გულგატეხილი ვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ჩემი გული და ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა”, - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, დღეს პრაღის ცენტრში მდებარე კარლის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის შენობის ტერიტორიაზე მასობრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.