გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებას - ხვალ მივემგზავრები პარიზში,  სადაც პანელში უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.

„რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი, სადაც პანელში უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად. პანელი განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს, დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.