ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილს ეხებოდა.
"მე ამ კანონს ვუწოდებდი - „დაუდზინებელი აქტი“, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა ამ კანონს. ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას.
შეგახსენებთ, რომ 2020-2021, შემდეგ 2022 წელი წინა ელჩის ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა და ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ფიქრობენ არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო მეტად გაფუჭებაზე, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.