კონკრეტული ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ეს იყო მძიმე დანაშაული, ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს იყო ძალადობრივი მცდელობები, რომლებშიც ჩართულები იყვნენ კონკრეტული ადამიანები.
„რაც შეეხება პატიმრების საკითხს - მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ კონკრეტული ადამიანები კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს. ეს იყო მძიმე დანაშაული. ჩვენ გასული წლების განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა. ეს იყო ძალადობრივი მცდელობები, რომლებიც ჩართულები იყვნენ ადამიანები და თქვენი პასუხისმგებლობაც არის ამ ყველაფერში - თქვენ, ფრონტის წინა ხაზზე ამ ძალადობრივ აქციებში გაუშვით ეს ახალგაზრდები და ახლა მოკალათებული ხართ სავარძელში, ეს ბუნებრივია, არის თქვენი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.









