15 თებერვალს, მართლმადიდებელი ეკლესია მირქმა-მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს. მირქმა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში აღესრულება.

მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი დიდმარხვის დასაწყისია.უფლის მირქმის დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა. მეორმოცე დღეს შობითგან ღვთაებრივი ყრმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის მიხედვით, იმ დედაკაცს, რომელიც მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის განმავლობაში აკრძალული ჰქონდა ღვთის ტაძარში შესვლა. ამ ვადის გასვლის შემდეგ დედა ტაძარში მივიდა ყრმითურთ, რათა უფლისათვის სამადლობელი და განსაწმენდი მსხვერპლი შეეწირა.იმ ხანებში იერუსალიმში მართალი მოხუცი სვიმეონი ცხოვრობდა. მას გამოცხადება ჰქონდა ზეგარდმო, რომლითაც ეუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქრისტე მაცხოვარს არ იხილავდა. ღვთის შეგონებით კეთილმსახური სვიმეონი იმ დროს მივიდა ტაძარში, როცა იქ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა სჯულით დადგინებული წეს-ჩვეულება აღესრულებინათ.იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა აგრეთვე 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისა.მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ იერუსალიმის ტაძარში ახალი აღთქმის მატარებელს შეხვედროდნენ, რომლის სახეშიც უკვე თანახატ-ქმნილიყო ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებანი.

უფლის მირქმის დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებისა.

იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში უნდა მიეყვანათ. წმ. სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის სამადლობელი და განსაწმენდი მსხვერპლი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა, რომ ქალწულისაგან შობილი მაცხოვარი ეხილა და მანამ არ აღესრულებოდა, სანამ მას არ იხილავდა.

ღრმად მოხუცებული წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება იესოს და განაცხადა: "აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი" და ამის შემდეგ მალევე აღესრულა.

მირქმა, როგორც ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული, VI საუკუნემდე გამორჩეული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ და როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

მიგებება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი დიდმარხვის დასაწყისია.