ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, ეს დავამტკიცეთ ჩვენ ჰააგის სასამართლოში და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰააგაც და სტრასბურგიც, სადაც დავამტკიცეთ ორი რამ - ერთი, რომ ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია, ეს დავამტკიცეთ ჩვენ ჰააგის სასამართლოში და მეორე - სტრასბურგის სასამართლოში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია. ეს იყო პრინციპული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ. როგორც ჰააგა, ისე სტრასბურგი იყო პრინციპული გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა“, - განაცხადა პრემიერმა.











