უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც, უკრაინამ საქართველოს ელჩი ქვეყნიდან დაითხოვა.

„რაც შეეხება, პრეტენზიებს, რომელიც გააჩნია უკრაინას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის სააკაშვილის ბედი. შესაძლოა, სააკაშვილის პოლიტიკურ მმართველობას სხვადასხვანაირად აფასებდე, ვიღაც მომხრე იყოს, ვირაც მოწინააღმდეგე, მაგრამ ის არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ვფიქრობ, რომ მას ამცირებენ ახლა. მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის უკრაინის მოქალაქე. უდაოა, რომ ეს არის საქართველოს უარი, რომელმაც უარი თქვა, შეერთებოდა ევროკავშირის საერთო სანქციებს. მესამე მიზეზი არის დემონსტრაციული, დემოკრატიის დამამცირებელი ნაბიჯი, რომელიც გამოიხატა რუსეთის ფედერაციასთან ავიაციის აღდგენით... შემდეგი, ეს არის განცხადებები და პოზიციები, რომელსაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები აკეთებენ უკრაინასთან მიმართებაში. ამ ყველაფერმა კომპლექსურად მიგვიყვანა იმ ნაბიჯამდე, რომ აღარ შეგვეძლო არშემჩნევა, რომ აღარ გაგვაჩნია პრობლემები ხედვებში საქართველოს ხელისუფლებასთან“, - განაცხადა პოდოლიაკმა „ტვ პირველის“ ეთერში.