ვერ გეტყვით, რომ გვიხარია, რომ ხალხი გადის. მაგრამ რამდენიც გადის, ორი-სამი იმდენი ახალი წევრი შემოდის, პარტია ძლიერდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„არ ვიცი ეს ხუმრობაა, მართალი ამბავია, FB მეგობრებიდან გვშლიანო, ამიტომ გავბრაზდითო - არ არის ჩვენთვის ეს არც სერიოზული, არც მნიშვნელოვანი. ვერ გეტყვით, რომ გვიხარია, რომ ხალხი გადის. მაგრამ რამდენიც გადის, ორი-სამი იმდენი ახალი წევრი შემოდის, პარტია ძლიერდება, ინფრასტრუქტურა ვითარდება.
თუ ვიღაც წავა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ნამდვილად არავის ვდევნით, არც არავის FB მეგობრებიდან არ ვშლით, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, პირიქით, რაც მეტი მოვა - გაგვიხარდება, მაგრამ თუ არ უნდათ მოსვლა და სხვა რამე პლატფორმიდან აპირებენ ივანიშვილთან ბრძოლას, წარმატებას ვუსურვებ,“ - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" რიგებს ადიგენის საკრებულოს წევრი გამოაკლდა. მანამდე კი თელავის საკრებულოს წევრმა დატოვა.