"დღევანდელ აქციაზე ძალით ჩამოყვანილ ხალხს მინდა მივმართო - თქვენ არ გაქვთ არანაირი ვალდებულება, რომ მონაწილეობა მიიღოთ „ოცნების“ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციაზე თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ. უთხარით მტკიცე უარი მათ რუსულ მარშში მონაწილეობაზე!" - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა

"დღევანდელ აქციაზე ჩვენ არაფერი გვესაქმება, ის არის „ქოცების“ აქცია და იმ აქციაში მონაწილე ადამიანებს, ვისაც აიძულებენ დღეს იქ ყოფნას, მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ თუ ჯერ ავტობუსში არ ჩამსხდარხართ, უარი უთხარით სხვადასხვა მიზეზებით, ან პირდაპირ მტკიცე უარი მიახალოთ „ქოცებს“ და უთხრათ, რომ არ გცალიათ და ეს არ არის ის ადგილი, სადაც თქვენ უნდა იყოთ და იღებდეთ მონაწილეობას ამ ხელოვნურ, ე.წ. აქციაში, სინამდვილეში რუსულ მარშში და ხალხის წინააღმდეგ გამართულ მონაწილეობას.

ძვირფასო თანამოქალაქეებო, ხელფასს რომ გიხდიან ბიუჯეტიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ "ოცნება“ ან ივანიშვილი გიხდით, ან მდინარაძე, კობახიძე.

ეს ხელფასი თქვენ გეკუთვნით, რადგან მუშაობთ საჯარო სამსახურში და ბიუჯეტს ვავსებთ ჩვენ ყველა, მთელი საქართველო და ეს არ არის „ქოცების“ ბიუჯეტი, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ.“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსებთ, 2024 წლის 16 აპრილს  საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს . 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

ცნობისთვის,  2024 წლის 3 აპრილს,  საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო   რაც დღემდე გრძელდება