პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.
ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ლევან იოსელიანი არის ის ადამიანი, რომელსაც აქვს პოლიტიკური რესურსი, 90 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვოს.
„ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, ეს არის რომ ქვეყნისთვის სწორი. ამ პარლამენტშიც სულ რამდენიმე ადამიანია ან შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთერთი ლიდერი ლევან იოსელიანი რომელსაც აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მიიღოს 90 ხმა და მეტიც. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსენსუსი შეკრას. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, უნდა წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად. ლევანი გახლდათ ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის ნაცნობი თემაა, სწორედ ამით იყო დაკავებული წლების განმავლობაში