"სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ" - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ ტყუილს, რომ თითქოს ჩვენი პარტიის გორის საკრებულოს წარმომადგენლები უარს აცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე - ეს არის სიცრუე და ემსახურება ჩვენი პარტიის დისკრედიტაციას, ეხმარება მხოლოდ და მხოლოდ „ოცნებას“.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ოცნების“ ტროლებად იქცნენ", - წერია - პარტიის განცხადებაში.