სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, სერბეთის სასახლიდან მოქალაქეებისადმი მიმართვის დროს ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ძალადობის ტალღაზე.
გამოსვლის დასაწყისში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სერბეთის რესპუბლიკის სახელით მას სურს მიესალმოს პუტინის და ტრამპის მოლაპარაკებებს ალასკაში.
„სერბეთი თვლის, რომ ამ მოლაპარაკებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის მომავლისთვის, რა თქმა უნდა, ევროპის მომავლისთვის და სერბეთის მომავლისთვის. მშვიდობა ყველაზე მაღალი ინტერესია პლანეტაზე ყველასთვის და განსაკუთრებით სერბეთისთვის“, - თქვა მან.
ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული დაძაბულობა შემცირდება, თუ უკრაინაში მშვიდობა იქნება, - განაცხადა ვუჩიჩმა.
მან აღნიშნა, რომ მოქალაქეებისადმი მიმართვის მიზეზი ის თემაა, რომლის თავიდან აცილებაც სურდა - ეგონა, რომ მისი შემდეგი გამოსვლა ფასების შემცირებას და მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას შეეხებოდა, თუმცა უწევს ისაუბროს ვალევოში მომხდარი საშინელი, ბელგრადში მომხდარი ნაკლებად საშინელი და ნოვი-სადში ორი-სამი დღის წინ მომხდარი არანაკლებ საშინელი მოვლენების შესახებ.
„ყველაფერი სამართლიანობის ისტორიით დაიწყო“, თუმცა ეს სიტყვა არ ისმოდა მაშინ, როდესაც ნოვი-სადში ადამიანების პირდაპირი ბრალეულობით გაჩენილი ხანძრების შედეგად 16 ადამიანი დაიწვა, არ ისმოდა მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონიაში ხანძრის შედეგად ოთხჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა. რატომ მოვისმინეთ ეს სერბეთში? მოვისმინეთ, რადგან ის იარაღად და საბრძოლო მასალად გამოიყენება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - თქვა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველაფერი რომანტიკული ისტორიებით დაიწყო „ჩვენი შვილების, ახალგაზრდობისა და მომავლის“ შესახებ და ისეთი წარმოსახვით, თითქოს ვინმეს არ აინტერესებდა ახალგაზრდობა და მათი მომავალი.
„ყველა ჩვენგანი ამის მომხრე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვართ დარწმუნებული, რა მოხდა ზუსტად - და მათ, ვისაც ყველაფერი პოლიტიკამდე დაჰყავს, კიდევ უფრო ნაკლები იციან - სახურავის ჩამონგრევის გამო სამართალი აუცილებლად უნდა მოიძებნოს. ჩვენ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ - როდესაც დაიწყეს თავდასხმა გარდაცვლილი და დაშავებული ბიძის მამასა და დედაზე - მივხვდით, რომ მათ ნამდვილად არ აინტერესებთ მშობლები და სამართალი“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
პრეზიდენტის თქმით, ამის შემდეგ პროტესტანტებმა ფაქტობრივად დაიწყეს სკოლისა და განათლების გაუქმება.
ფორმალურად არა, მაგრამ არსებითად - კი. დღეს ჩვენი შვილები ნაკლებად სწავლობენ და გაცილებით ნაკლები იციან. და მე არ მესმის მშობლების, რომლებიც ამას უჭერდნენ მხარს. მათ სკოლა და განათლება გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს, ჩვენი ფაკულტეტები აქციეს საღორეებად და ბუნაგებად და თანაც თანხლებით ყველა დარბაზიდან აპლოდისმენტებისა და ღრიალისა, რომ ეს არის ყველაზე მშვენიერი რამ, რაცკი შეიძლება იყოს. მჯერა, ჩვენ ავაშენეთ უნივერსიტეტები ბავშვების განათლებისთვის და არა იმისთვის, რომ საღორეები მოგვეწყო, - თქვა ვუჩიჩმა.
შემდეგ მათ დაიწყეს ყვირილი, რომ ისინი ძალადობის წინააღმდეგი იყვნენ და იყო უამრავი ტყუილი მათზე თავდასხმების შესახებ, შეზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, გარეთ მყოფი იმ ადამიანების თანხმობით, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ არ უნდა ვცეთ პატივი საკუთარ კანონებს და კონსტიტუციას. და ჩვენ ყველაფრის ატანა მოგვიწია: თუ სახელმწიფო კანონის აღსრულებას დაიწყებდა, მაშინ ისინი ყვიროდნენ; ტერორია, ტერორია, ჩვენს შვილებს ეხებიან. ამას მოჰყვა ტყუილები იმის შესახებ, რომ გარშემო ყველა ქურდია და მათ ერთ ღამეში ყველაზე პატიოსანი ადამიანი ქურდებად აქციეს, - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ასეთი ტყუილები ასევე გავრცელდა მისი, მისი ძმაზე და მამაზე, სინამდვილეში კი არავის არ შეუძლია აჩვენოს საზღვარგარეთ არსებული მისი თუნდაც ერთი ანგარიში.
მისი თქმით, შემდეგ ისინი პოლიტიკურ მოთხოვნებზე გადავიდნენ. თავდაპირველად ისინი ამბობდნენ, რომ ყველა მოღალატეა, ვისაც არჩევნები სურს, თუმცა, შემდეგ, როდესაც ხალხმა დაიწყო მათი დამანგრეველი როლის გააზრება, მოითხოვეს არჩევნები და საზოგადოების დესტაბილიზაციის მიზნით კონტროლირებადი ქაოსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ.
მათ სერბეთის მოქალაქეები არასაკმარისად შეაფასეს და სიტუაციის ესკალაციის, კოორდინირებული საბოტაჟის და ძალადობის და გაზრდილი საგარეო ზეწოლის მიუხედავად ვერ შეძლეს მიზნის მიღწევა. მათ არ შეუძლიათ ახალი ტყუილის შეთავაზება, გარდა დაჭრილი და მოკლული ბავშვის შესახებ ტყუილისა. და ისინი უკვე ორი დღეა ამ ტყუილს ავრცელებენ და უარყოფა უშედეგოა, ისინი კვლავაც გააგრძელებენ ტყუილს. მათ შექმნეს მანკიერი წრე და მათ მიერ მანიპულირებული ადამიანები ფაქტად მხოლოდ ტყუილს აღიქვამენ. ამის შედეგია ის, რომ მათ პოლიტიკური ოპონენტების სახლებში დაიწყეს სიარული - ისევე, როგორც ამას 1920 წლიდან 1924 წლამდე აკეთებდნენ ნაცისტური პარტიის და მისი „მოიერიშე რაზმების“ (SA) წევრები. ადრე სერბეთში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბანდებს სახლიდან სახლში ევლოთ და ტერორი განეხორციელებინათ. ოპოზიციაში ყოფნის დროსაც კი ჩვენ პასუხისმგებლობიანი ადამიანები ვიყავით და არ მიგვიცია თავისთვის ამის უფლება. მათ ყველა პოლიტიკური ოპონენტის შენობის დაწვა ჰქონდათ განზრახული და გუშინ ღამით სერბეთის სოციალისტური პარტია, სერბეთის რადიკალური პარტია და სოციალისტური მოძრაობა გახდა მათი სამიზნე, - თქვა ვუჩიჩმა და განაგრძო:
მე თქვენ მოგმართავთ არა იმისთვის, რომ ვიწუწუნო ან ვინმეს თავს დავესხა. მე ვმუშაობ, როგორც შემიძლია, იმ ადამიანებთან, ვისაც ბრძოლა სურს. ვმუშაობ მშვიდობის შესანარჩუნებლად, მათ შორის ამ ადამიანებთან, რადგან ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. ვმუშაობ ნორმალური ქცევის გაგების აღსადგენად.
იმ საღამოს ნოვი-სადში თითქმის 300 ადამიანის მოკვლა სცადეს და როცა ადამიანებმა შეძლეს თავის დაცვა, მათი ცოცხლად დაწვა მოინდომეს. სუფთა შემთხვევითობის წყალობით, ჩვენ თავიდან ავიცილეთ უზარმაზარი ტრაგედია. მილოშ ვუჩევიჩი (სერბეთის პრემიერ მინისტრი 2024 წლის 2 მაისიდან 2025 წლის 16 აპრილამდე, სერბეთის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარე - „აიპრესი“), მისი გარემოცვა და კიდევ 200 ადამიანი უნდა მომკვდარიყო. მათ ამ გაკვეთილიდან ვერაფერი ისწავლეს და მეორე საღამოს, როდესაც კვლავ სცადეს თავდასხმა და შენობა დაკეტილი დახვდათ, მინები ჩაამსხვრიეს და ყველაფერი დალეწეს. ვალევოში ხალხის დაწვა სცადეს - მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი მათი მხარდამჭერი მედიისგან მოვისმინეთ, რომ პოლიცია ჟურნალისტებს დევნიდა.
რა თქმა უნდა, ეს ტყუილი იყო. ხალხო, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჩვენი ქვეყანა დიდ საფრთხეშია. არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ ჩვენი ყველა ღირებულება, ჩვეულებრივი ადამიანების ნორმალური, ღირსეული ცხოვრება. ისინი ამას თითოეული თქვენგანის წინააღმდეგ აკეთებენ, ქვეყანაში ყველა ნორმალური ადამიანის წინააღმდეგ. ისინი ხალხს ქალაქში არ უშვებენ, ბელგრადი და ნოვი-სადი ცარიელია. რესტორატორებს, პარიკმახერებს, ხელოსნებს ფულის შოვნა არ შეუძლიათ. იმიტომ, რომ ბანდა ქუჩებს მართავს. ისინი ფიქრობენ, რომ აქვთ უფლება სცემონ, დაწვან, გაანადგურონ, - განაცხადა ვუჩიჩმა.
და ჩემი კითხვა ყველას: ვის დაწვავენ ისინი ამ ღამით? და მე ვაფრთხილებ ხალხს: რამდენიმე დღის საქმეა, სანამ ვინმეს მოკლავენ. და ამას ყველაზე ღია ენით ვამბობ. მათ ყველაფერი დანარჩენი უკვე გააკეთეს. მათ მხოლოდ მკვლელობის დაწყება დასჭირდათ. არ ვაჭარბებ, ეს რამდენიმე დღის საქმეა, როდის მოხდება. შემდეგ კი იტყვიან: ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, ამბოხებულმა მოქალაქეებმა მშვიდობიანად მოკლეს ესა და ეს. ეს პაროდიად გეჩვენებათ, მაგრამ ასე არ არის.
ისინი ყველგან ტოვებენ წარწერას ACAB (All Cops Are Bastards/ყველა პოლიციელი ნაძირალაა - „აიპრესი“) და ამით აჩვენებენ, რომ პოლიცია და წესრიგი არ სჭირდებათ. 137 პოლიციელია დაშავებული, დარბეულია შენობები, ზიანია მიყენებული ინფრასტრუქტურაზე და სატრანსპორტო სისტემაზე, - თქვა ვუჩიჩმა და ხაზგასმით დასძინა, რომ ეს ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად კვალიფიცირდება როგორც ტერორიზმი.
მინდა გითხრათ, ძვირფასო მოქალაქეებო, რომ მომდევნო სამ-ოთხ დღეში ჩვენგან მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იხილავთ. უახლოეს დღეებში მოგეჩვენებათ, რომ უკან დავიხიეთ, აღარ ვარსებობთ. შემდეგ ერთ წამში დაინახავთ სერბეთის სახელმწიფოს სრულ მონდომებას. ჩვენ ყველაფერს გამოვიყენებთ წესრიგის, მშვიდობისა და წესრიგის აღსადგენად. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ ნებისმიერ გარე ზეწოლას, ყველას, ვინც გვემუქრება და ჯერჯერობით ვხედავთ, რომ მათ ხელი შეუწყვეს ქაოსის შექმნას. თქვენ ნახავთ სახელმწიფოს რეაქციას, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც თქვენ აქამდე ნახეთ. კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: ვისი მოკვლა გადაწყვიტეს ამ ღამით და ვისთვის ცეცხლის წაკიდება? ეს დიდხანს არ გაგრძელდება, უბრალოდ მეშინია, რომ უახლოეს დღეებში, სანამ ჩვენ ყველაფერს ფორმალურად ვამზადებთ, ვინმეს მოკლავენ. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში დიალოგს თავს არიდებდნენ, უარს ამბობდნენ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლებთან ნებისმიერ მოლაპარაკებაზე. რატომაა ქუჩაში ასე ცოტა ხალხია? გუშინ ღამით მთელი სერბეთის მასშტაბით მობილიზაცია გამოაცხადეს და იქ სულ 4300 ადამიანი არ იყო. ისინი მთელი სერბეთიდან მოიყვანეს. ნორმალური ადამიანები ძალადობაში არ მიიღებენ მონაწილეობას.
რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა არ განუხილავს.
„ეს უკიდურესი ვარიანტია, ჩვენ არ განგვიხილავს. და არ მინდა, რომ განვიხილოთ“, - თქვა მან.
პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს ევროკომისიის კომისარზე ევროკავშირის გაფართოების საკითხებში, მარტა კოსზე, რომელმაც ორი დღის წინ X-ზე დაწერა: „ბოლო დროს სერბეთში მომხდარი საპროტესტო აქციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები ღრმა შეშფოთებას იწვევს. ევროკავშირის გზაზე წინსვლა მოითხოვს, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, ხოლო ჟურნალისტებმა შეძლონ ინფორმაციის მიწოდება დაშინებისა და თავდასხმების გარეშე".
კითხვას ვუჩიჩმა ასე უპასუხა: „მე მივიღე შეტყობინება ევროპელი ლიდერისგან, რომელმაც მომწერა, რომ პოლიტიკური პარტიების შენობების დანგრევა მიუღებელია. ვუპასუხე, რომ შეიძლება ინგლისური დამავიწყდა და რომ ბევრი რამ არ ვიცი. ვნახოთ, სიმართლეა თუ არა ის, რასაც მწერენ. და მე ვუპასუხე: „იცით, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ვისი შენობები დაარბიეს? მხოლოდ ერთი პარტიის“. და შემდეგ ის მეუბნება: „ჰო, მეც ამაზე ვსაუბრობ“.
ვუჩიჩის თქმით, ის შეეცადა გაეგრძელებინა დიალოგი და ჰკითხა, კიდევ რას ფიქრობდა იგი, რადგან არ უარყოფდა, რომ მხოლოდ ერთი პარტიის შენობები იყო დარბეული, მაგრამ პასუხი ვეღარ მიიღო.
სერბეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მარტა კოსის რეაქცია ასევე გააკრიტიკა სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ანა ბრბანიჩმა.
„ზოგადი ფრაზების ასეთი ტირადა ბოლო „მის მსოფლიოს“ კონკურსის შემდეგ არ უნახავთ. ორ წინადადებაში ყველას უთხრეს ის, რისი მოსმენაც ყველას სურდა - და შემდეგ უკვირთ, რატომ კარგავს ევროკავშირი გავლენას. იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საჯაროდ, ნათლად და ხმამაღლა გამოხატონ თავიანთი პოზიცია. იმიტომ, რომ დუმან ტომპსონის (ტომპსონი ულტრა მემარჯვენე შეხედულებებით ცნობილი ხორვატი მომღერლის, მარკო პერკოვიჩის ფსევდონიმია. სხვადასხვა დროს მას კონცერტის ჩატარება აუკრძალეს შვეიცარიაში, გერმანიაში, ავსტრიაში, სლოვენიაში - „აიპრესი“) კონცერტზე ევროკავშირის გულში, ასობით ათასი ევროკავშირის მოქალაქის (ხორვატია) ნაცისტურ მისალმებაზე, დუმან ევროპარლამენტის მომხსენებელზე, რომელიც საჯაროდ ამაყობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის მიწაზე ყველაზე მასშტაბურ ეთნიკურ წმენდაში მონაწილეობით, არ პასუხობენ წერილებს, რომლებშიც მე მივუთითე პოლიტიკური დისიდენტების ოჯახების წინააღმდეგ ტერორზე, რომელსაც მათი ფავორიტები სერბეთში ახორციელებდნენ“, - დაწერა ბრნაბიჩმა X-ზე.
მისი თქმით, ასეთი განცხადებების შემდეგ ცხადი ხდება, რომ დუმილი მაინც საუკეთესო ვარიანტია.
სერბეთის პრეზიდენტმა მოქალაქეებს გუშინ შუადღისას მიმართა, საღამოს კი, როგორც სერბეთის პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციებიდან ჩანს, დაანონსებული აქცია პრაქტიკულად ჩაიშალა.
ანა ბრბანიჩის თქმით, აქცია ჩაიშალა, რადგან „მოქალაქეებს არ სურთ ამ ტიპის ძალადობაში მონაწილეობა და არ სურთ მემკვიდრეობით მიღება ფაშისტური, ნაცისტური და უსტაშური იდეოლოგიის,, რომელშიც ყველაფრის პასუხი სიძულვილია და არა წინადადება და გეგმა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად ან სხვაგვარად“.
აღსანიშნავია, რომ მანვე დღეს, ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას და ადამიანების დაღუპვას არა უბედური შემთხვევა, არამედ ფერადი რევოლუციის დაწყების მიზნით დაგეგმილი საბოტაჟი უწოდა.