პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური ანგარიში შევიდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დოკუმენტს ივნისის ბოლოს პლენარულ სხდომას წარუდგენს.
სამთავრობო პროგრამის განხორციელების ანგარიში მოიცავს 2025 წლის 1 ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს და ასახავს საქართველოს მთავრობის პროგრამით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს.
ანგარიში ეფუძნება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად სფეროებს. დოკუმენტში წერია, რომ მთავრობამ საანგარიშო პერიოდში განაგრძო ეფექტიანი, გამჭვირვალე და მოქალაქეებზე ორიენტირებული საჯარო მმართველობის განვითარება. გასული წელს კი საქართველო გლობალურად გამორჩეული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდით. 88-გვერდიანი დოკუმენტი სფეროების მიხედვით არის დაყოფილი და ყველა გატარებულ რეფორმასა თუ გამოწვევას ეხება.




