პარლამენტში „მოქალაქეების“ კვოტით ლევან იოსელიანს ქეთევან თურაზაშვილი ჩაანაცვლებს.

მას შემდეგ, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი გახდა, მას ავტომატურად შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება, რის გამოც, პარტიული სიით გათვალისწინებული ადგილმონაცვლე პირი ჩაანაცვლებს.

"მოქალაქეების" სიით მესამე ნომერია ქეთევან თურაზაშვილი.

„მოქალაქეებს“ საარჩევნო სია არ აქვთ ჩახსნილი, შესაბამისად, მათ საკუთარი მანდატის ათვისება შეუძლიათ.

პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია.