პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. ლევან იოსელიანს კენჭისყრაზე მხარი 96 მა დეპუტატმა (მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა) დაუჭირა.
საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა.
ლევან იოსელიანს, 6 მარტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს 6 წლის ვადით.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება.