პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრის მეორე ტური გაიმართება.
ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ დღეს კენჭისყრა გაიმართება ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატზე.
„გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „არამოსამართლე წევრების არჩევის პროცესში ორი ვაკანტური ადგილი დარჩა, შესაბამისად, ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი არის გადასული მეორე ტურში და ამაზეც გვექნება კენჭისყრა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.