პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სულხან მახათაძის კანდიდატურაზე იმსჯელეს.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის წარდგინებით, თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე სულხან მახათაძის კანდიდატურას კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ნინო წილოსანმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილ პირველ მოადგილეს ზაზა ხუციშვილს, რომელმაც უმრავლესობიდან გასვლის გამო დატოვა ეს თანამდებობა, მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მისივე განცხადებით, კომიტეტი მომავალ წელსაც აქტიურ საქმიანობას გააგრძელებს და განსაკუთრებულ ყურადღებას იმ საკითხების გადაწყვეტაზე გაამახვილებს, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნისათვის გარემოს დაცვის კუთხით.