პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას იწყებს.
ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე დღეს დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ. ერთ-ერთი ცვლილება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს ეხება და ის აღარ გაიხსნება.
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონი არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და, შექმნილ ვითარებაში, მისი მიღება საქართველოშიც გონივრულია.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ემიგრანტების ხმის მიცემის უფლებას. ამ კუთხით, აბსოლუტურად, როგორც არის გათვალისწინებული კონსტიტუციის 24-ე მუხლით, თავისუფალი ხმის მიცემის უფლება იქნება გარანტირებული. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, მაგალითად, სომხეთში, ისრაელში, მალტაში, ასევე, ირლანდიაში არის გათვალისწინებული რომ მხოლოდ სახელმწიფო საზღვრებში არის შესაძლებელი, როგორც საერთო საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე, თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემა. ასე, რომ საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია იქნება წინგადადგმული ნაბიჯი," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.




