ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„მთავარი თემა, რაც საზოგადოებას მინდა, ვაცნობო, ეს არის ინტერპელაცია პრემიერ-მინისტრის. 26 ნოემბერს მობრძანდება პრემიერი პარლამენტში. ინტერპელაციის საკითხები შეეხება ორ ძირითად თემას: პირველი – განათლების რეფორმასთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და ასევე იმ უპრეცედენტო ინვესტიციასთან დაკავშირებით, კერძოდ „იგლ ჰილსზე“ და „ემაარზე“ მაქვს საუბარი. რამდენიმე თვეში უნდა დაიწყოს პროექტის განხორციელება ჩვენ ქვეყანაში. ყველას კარგად გვახსოვს ის აჟიოტაჟი ამ უსამშობლოების მხრიდან ამ მართლაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციის ირგვლივ“,- განაცხადა კირცხალიამ.