მართლმადიდებლური ეკლესიის ერთიანად სტალინისტურად გამოცხადება არასწორია, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე დავით ბერძენიშვილის განცხადებას, რომ „საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქის თამადობით სტალინისტებით არის გაძეძგილი“.
„კვირას უნდა დავდგეთ წირვა-ლოცვაზე და მივხვდებით, რომ რუსეთი და სტალინი არაფერ შუაში არ არის. შეიძლება სტალინისტებიც იყვნენ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ მთელ ეკლესიაზე ასე საუბარი არ შეიძლება“, - აცხადებს მანჯგალაძე.