მე არ მგონია, რომ ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ემიჯნებოდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ამ წუთას არ მგონია, რომ გვარამიას ამოცანა იყოს „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოყოფა“, - აღნიშნავს მანჯგალაძე.
საჯარო განცხადებებით „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯნული ნიკა გვარამია პოლიტიკურ მომავალს ამ გუნდთან თანამშრომლობის გარეშე ვერ ხედავს. ამას მისივე განცხადებები ადასტურებს, საიდანაც ირკვევა, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში გაიმარჯვებს, კოალიციური მთავრობის ფორმირება „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მას ვერ წარმოუდგენია.