საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი ხელისუფლება "პრორუსულია".

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ქართული საზოგადოება რომ არ შესწინააღმდეგებოდა ე.წ. რუსული კანონის მიღებას, ევროკომისია საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციას არ გასცემდა.

„როგორ შეიძლება დღეს, ასეთი რბილი პოზიცია დავიკავოთ უკრაინის საკითხზე. დაბალანსებული პოზიცია რას ნიშნავს? რა არის მოსაგები? როდის მოვიგეთ, როცა რუსეთის მიმართ დაბალანსებული პოლიტიკა გვქონდა. ომი არ არის, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კაცი მოკლეს? ადამიანებს იტაცებენ ყოველდღიურად, გადაადგილება შეზღუდულია ე.წ. საზღვარზე. რას ფიქრობთ, ეს არ არის ომი? ამას თუ დავამატებთ იმას, რომ მიმდინარეობს „ჰიბრიდული ომი“... ასევე, რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ ადვილად შემოუშვეს საქართველოში ასი ათას რუსზე მეტი. ვინ არიან ეს ადამიანები, რა კონტროლს ვაწესებთ? არ გვექნება ომი, თუ ჩუმად ვიქნებით და ყველაფერს დავეთანხმებით“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.