დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. 386-გვერდიანი ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის 30-მდე მიმართულებას მოიცავს და მასში 2023 წელს გამოკვეთილი ტენდენციები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციებია ასახული.
2023 წელს თამაზ გინტურის მკვლელობა გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. ადამიანთა გატაცება და საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ ოკუპაციის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობის ნაწილს. - ნათქვანია ლევან იოსელიანი ანგარიშში.