ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
"ფაქტი, რომ ომის დროს სათანადო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციას და საარჩევნო კანონმდებლობას. არავინ უნდა ამტკიცებდეს საპირისპიროს", - ამბობს შოლცი.
მისივე თქმით, "უკრაინა, უკვე თითქმის სამი წელია იცავს თავს დაუნდობელი რუსული აგრესიული ომისგან."
დონალდ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დიქტატორის წოდებას აბსურდად მიიჩნევს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
"რეალურ სამყაროს თუ შეხედავთ "ტვიტის" გაგზავნის ნაცვლად, მაშინ გეცოდინებათ, ვის უწევს ევროპაში დიქტატურის პირობებში ცხოვრება: ხალხს რუსეთში, ხალხს ბელარუსში," - აღნიშნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ანალენა ბერბოკმა. მისივე თქმით, უკრაინელი ხალხი მთავრობასთან ერთად იბრძვის საკუთარი დემოკრატიისთვის.