არ მგონია, რომ ღარიბაშვილის წერილია, ის პირდაპირ ივანიშვილისგან არის ნაკარნახევი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
"მე არ მგონია, რომ ის არის ღარიბაშვილის წერილი, ის პირდაპირ ნაკარნახევია ივანიშვილის მიერ. ის გამოხატავს იმ ფსკერს, სადაც იმყოფება დღეს "ქართული ოცნება". სააკაშვილზე ლაპარაკი, რომ ის გადატრიალებისთვის ჩამოვიდა არის სრული აბსურდი. ეს ადამიანი ჩამოვიდა აბსოლუტურად მშვიდობიანად და მშვიდობიანად შევიდა ციხეში. მისი ეს ნაბიჯი ზნეობრივად გარდა თავდადებისა ვერ იქნება აღქმული. ვარდების რევოლუციაზე საუბარი კიდევ ერთი მინიშნებაა იმისა, რაც დიდი პრობლემაა ამ ადამიანებისთვის - დემოკრატია, თავისუფლება და ევროპეიზმი საქართველოში", - განაცხადა ნუგზარ წიკალურმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურუ ქსელში წერილი გაავრცელა, სადაც წერია : “საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა”.